02, დეკემბერი 2021 21:04:00
ექსპრემიერის პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები აცხადებენ, რომ ხვალ, ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე არ გამოცხადდებიან. მიზეზად, ორ დიდ პლიტიკურ სუბიუექტთან შეთანხმების არ არსებობობას ასახელებენ. გიორგი მიქელაძის განმარტებით, ისინი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მოლაპარაკებას სთავაზობდნენ, რომ საკრებულოში კომისიები თანაბრად გადანაწილებულიყო, თუმცა პარტიები შეთანხმებაზე არ წავიდნენ. ირაკლი მიქელაძის თქმით პარტია გეგმავდა ასვე საკუთარი კანდიდატების დასახელებას თავმჯდომარედ იმ პირობით, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იქნებოდნენ მოადგილეები და დაეხმარებოდნენ , რითაც საკრებულოში ბალანსის დაცვას მიაღწევდნენ. სწორედ ამიტომ ისინი ხვალ ბათუმის ახლადაღცეული საკრებულოს პირველ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ. შეგახსენებთ, ექსპრემეირის პარტიას ბათუმში 2 წევრი ჰყავს. მათი ხმები ოპოზიციური უმრავლესობით დაკომპლექტებულ წარმოამდგენლობიტ ორგანოში გადამწყვეტ როლს თამაშობს.