02, დეკემბერი 2021 15:53:00
ფოთში, ზღვის სანაპირო ზოლზე ცხედარი იპოვეს. კუნძულის უბანში, 73 წლის კაცი სავარაუდოდ, ტერიტორიას ასუფთავებდა და გულის შეტევით გარდაიცვალა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფება.
გარდაცვლილის ცხედარი იდენტიფიცირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.