02, დეკემბერი 2021 14:14:00
აჭარის მთავრობამ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის დაფინანსება დაიწყო. თითოეული პაციენტი 200 ათასი ლარით დაფინანსდება. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში, პროგრამით წელს ორმა პაციენტმა ისარგებლა და ორივე მათგანის ოპერაცია წარმატებით დასრულდა. უწყების ცნობითვე, ფინანსდება ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლატაციაც, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის კლინიკებში.