02, დეკემბერი 2021 13:37:00
გორში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინციდენტი ცოტა ხნის წინ, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა. მშვიდობის გამზირზე მოძრავი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.
დაშავებული 50 წლამდე ასაკის ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების ცნობით, პაციენტი პოლიტრავმითაა შეყვანილი, მისი ჯანრმთელობის მდგომარეობა მძიმეა და ესაჭიროება გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, მძღოლი იდენტიფიცირებულია.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.