02, დეკემბერი 2021 09:59:00
აჭარაში, კოვიდით 5 ადამიანი გარდაიცვალა. განახლებულ სტატისტიკას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გასულ დღე-ღამეში, დადასტურდა ვირუსით ინფიცირების 172 ახალი შემთხვევა.
ბოლო 24 საათში, გამოჯანმრთელდა 91 მოქალაქე.
ამ ეტაპზე, სამედიცინო დაწესებულებებში 535 პირი მკურნალობს.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კოვიდი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
საქართველოში ვაქცინაცია პანდემიიდან 1 წლის შემდეგ, 2021 წლის 15 მარტიდან "ასტრაზენეკათი" დაიწყო.