01, დეკემბერი 2021 10:29:00
თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი გარდაცვლილი კაცი იპოვეს. ისინი ირანის მოქალაქეები იყვნენ და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. მიზეზი, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციაა.
"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ბინაში ღია წვის კამერიანი წყლის გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული. მათივე ცნობით, ფართი, სადაც შემთხვევა მოხდა, კომერციულად არის რეგისტრირებული და თვითნებურად, საცხოვრებლად იყო გადაკეთებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.