30, ნოემბერი 2021 20:03:00
გიყვებით 80 წლის ნელი ნაჭყეპიაზე რომელიც სრულადვაქცინირებულია. მიზანი, სიმშვიდე და ვირუსის თავიდან არიდება იყო. ამბობს, რომ პოსტვაქცინაციურმა პერიოდმა გართულებების გარეშე ჩაიარა. მოხუცისთვის, პრეპარატის დასახელება გადამწყვეტი არ იყო. ახარებს ფაქტი, რომ ვაქცინირებულია და ახლობლებთან შიშის გარეშე იკონტაქტებს, ოჯახის წევრებთან კი ძველებური სითბოს გამოხატავის შესაძლებლობა ექნება. თეო ფუტკარაძე გიამბობთ.
80 წლის ნელი ნაჭყეპიას კორონავირუსი არ გადაუტანია. იგი უკვე ორჯერადადაა აცრილი. მოხუცმა იმუნიზაციიის პროცესში ჩართვა დაუფიქრებლად გადაწყვიტა. ამბობს, რომ შვილებთან და შვილიშვილებთან ტკბილი სიბერის გატარება, ვერაგი ვირუსის შიშით არ სურდა. ვაქცინაც სწორედ ამიტომ გაიკეთა.
3 შვილიშვილის და 5 შვილთაშვილის ბებია ამბობს, რომ პანდემიის პირველმა ტალღამ საზოგადოებას ჩამოაშორა. დაინფიცირების შიშით, მუდმივად იზოლოაციაში იყო განმარტოებული. ის ვისთვისაც დაბერება უღირდა, მათთან ახლო კონტაქტს ვერ ამყარებდა. აღნიშნული გარემოების გამო გადაწყვიტა, რომ ცხოვრების ხანმოკლე პერიოდი საყვარელი ოჯახისწევრების მონატრებით არ გაეტარებინა, ამისათვის ხსნა ვაქცინაში იპოვა. ახლა ნელი ბებოს ოთახში მარტოდ, გარესამყაროსგან განრიდებულად ყოფნა არ უწევს. საზოგადოებას კი, იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.
ნელი ბებო ფიქრობს, რომ ახალგაზრდები აუცილებლად უნდა აიცრნენ და ამ გზით, ჯერ საკუთარ თავს, შემდეგ კი, გარშემო მყოფ ასაკიან ადამაინებს გაუფრთხილდნენ. მიაჩნია, რომ ვაქცინის დასახელება განმსაზღვრელი არ უნდა იყოს და მთავარი, მხოლოდ, ადამიანთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა.
იხსნებეს წლებს, როცა ქვეყანაში კოვიდ-19 მდე, სხვა სიცოცხლისთვის საშიში ვირუსები იყო გავრცელებული. ამბობს, რომ თითქმის საუკუნეა ცხოვრობს და ამდენად ვერაგი და მასშტაბური საფრთხე არ ახსენდება.
80 წლის ნელი ბებო, სინოვაკის მეორე დოზით სექტემბერში აიცრა. თუ კი, ეპიდვითარება არ დასტაბილურდა და შემსუბუქდა, ბუსტერ დოზის გაკეთებასაც აპირებს.