30, ნოემბერი 2021 14:39:00
ბრიტანულ გამოცემებში აჭარის შესახებ სტატიები გამოქვეყნდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს წამყვანი ბრიტანული გამოცემების ჟურნალისტები სტუმრობენ. ისინი რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებს ამზადებენ. რეპორტიორებმა ძველი ბათუმი, ბულვარი და ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ნობელებისა და ხარიტონ ახლვედიანის მუზეუმები, ასევე ბათუმის ბოტანიკური ბაღი, პეტრასა და გონიოს ციხეები, ქედის ტურისტული პროდუქტები მოინახულეს და ადგილობრივი სამზარეულო დააგემოვნეს. აჭარაში მოგზაურობის შემდეგ ჟურნალისტები ქუთაისსა და თბილისს სტუმრობდნენ. რეიტინგულ ბრიტანულ გამოცემებში აჭარისა და ზოგადად, საქართველოს შესახებ 10-მდე სტატია გამოქვეყნდება.