30, ნოემბერი 2021 11:03:00
არგენტინის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენისა“ თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ მეშვიდე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.
ეს არის პრიზი, რომელიც ჟურნალ France Football-ის ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.
34 წლის ლიონელ მესის კარიერაში „ოქროს ბურთი“ მანამდე 2009, 2010, 2011, 2012, 2015 და 2019 წლებში აქვს მიღებული.
გარდა ამისა, მესიმ „ბარსელონას” მაისურით ესპანეთის თასიც მოიპოვა, წლის განმავლობაში კი 55 თამაშში 42 გოლი და 15-შედეგიანი გადაცემა მიითვალა.