29, ნოემბერი 2021 17:28:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს:
ქობულეთში 12:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ბობოყვათს,ლეღვას,ქაქუთს,ჭახათს,სახალვაშოსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს. ქ. ქობულეთში მემედ აბაშიძის,ჩხაიძის,პოპოვისა და მიმდებარე ქუჩებს.
ხელვაჩაურში - 12:00-დან 16:00 საათამდე სოფლებს: ზედა ჭარნალს,ახალსოფელსა და ავგიას.ასევე გონიოს,კვარიათისა და სარფის დასახლებების ნაწილს.
ხულოში - 11:00-დან 20:00 საათამდე სოფლებს: ღრჯომს,გორგაძეებს,ჭახაურსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.
R