29, ნოემბერი 2021 14:48:00
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ რუსთავის ციხის უფროსმა იგი მოატყუა და უთხრა, რომ მრავალპროფილურ კლინიკაში გადაჰყავდათ.
ექსპრეზიდენტი ჰყვება, რომ ამის შემდეგ იგი გლდანის დაწესებულებაში აღმოჩნდა. სააკაშვილის თქმით, გლდანის ციხის პატიმრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ყოფილი მთავარსარდალი იქ გადაჰყავდათ.
ამის შემდეგ მოვიდა ციხის უფროსი და მითხრა, რომ დაკმაყოფილდა თქვენი შუამდგომლობა, თქვენ გადაჰყავხართ მრავალპროფილიან კლინიკაში, ვუთხარი სად არის, მან მითხრა, თბილისში,ნუ ნერვიულობთ კარგი კლინიკაა, უსაფრთხოების გამო ვერ გეტყვით, მაგრამ ის არის ზუსტად რაც თქვნე გინდათ. მე ამ ვერაგობას ბოლომ ევერ შევეჩვიე, ჩქარა-ჩქარა ჩაალაგე ნივთები და წადი, ჩაჯექი სასწრაფო დამხარების მანქანაში, მიმიყვანეს გლდანის დაწესბეულებაში, სადაც პატიმრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ მე მივიდოდი, არ იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, ატყდა "შუმოკი" და ჩემი სახელის ყვირილი ეგრევე", - ამბობს სააკაშვილი.