29, ნოემბერი 2021 14:44:00
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყნის ეკონომიკურ დაღმავლობაზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ტრაგედია, როცა ეკონომიკის მაჩვენებელი ბოლო 9 წლის განმავლობაში მკვეთრადა დაეცა.
"ყველაფერი ტრაგედია ვითარდება იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველო იყო მსოფლიოში ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმების კუთხით მსოფლიო ბანკის მონაცემებით, დღეს მსოფლიოში პირველი ვართ სიკვდილიანობის კუთხით.
ჩვენ ვიყავით მსოფლიოში ყველაზე მზარდი ქვეყანა ეკონომიკის კუთხით. ჩემი პრეზიდენტობის დროს 4-ჯერ გაიზარდა ეკონომიკა. მინდა, შეგახსენოთ, ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ ეკონომიკა დოლართან მიმართებაში 0%-ით გაიზარდა.
მსოფლიო ეკონომიკური პრეცესისა და ომის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული პროდუქტი ჩემი პრეზიდენტობის დროს 4-ჯერ გაიზარდა, საქართველოს ბიუჯეტი კი 12-ჯერ, ხელფასები და პენსიები-10-ჯერ, ბოლო 9 წლის განმავლობაში ხელფასები პრაქტიკულად შემცირდა, რადგან დოლარის კურსი დაეცა და ეკონომიკა არ გაზრდილა, ეს არ არის ტრაგედია? ამას როგორ უნდა ვიყუროთ ყველამ წყნარად და მივიღოთ, როგორც მოცემულობა?" - თქვა სასამართლოში სიტყვით გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილმა.