29, ნოემბერი 2021 13:50:00
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ლიბერთიმ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილი ინიციატივები პირდაპირ ეხმიანება ლიბერთი ბანკის მიერ წარდგენილ სტრატეგიას " ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის". მემორანდუმს ხელი ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ მოაწერეს.