29, ნოემბერი 2021 12:41:00
ბათუმში, პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ესენინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური იმყოფება.
დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის დროს, სახლში არავინ იმყოფებოდა და შედეგად, არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციებისა და მართვის კოორდინაციის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება.