29, ნოემბერი 2021 12:04:00
1-ელი დეკემბრიდან მომხმარებლები სავაჭრო ცენტრებში შესვლას „მწვანე პასპორტის“ გარეშე შეძლებენ, თუმცა, მოლში არსებულ კვების და გასართობ დაწესებულებებში შესვლისთვის „მწვანე პასპორტი“ აუცილებელია.
ამასთან, 1-ელი დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები/ კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები-მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) /კინოთეატრები/თეატრები/საკონცერტო დარბაზები/ოპერა/ გასართობი ობიექტები/სამორინეები და სათამაშიო დარბაზები/სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები /სამთო კურორტების საბაგიროები. ასევე, მწვანე სტატუსის ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის.
„მწვანე სტატუსის" მქონე პირია: სრულად ვაქცინირებული; 72- საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე; 24- საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ-სწრაფი ტესტის მქონე; კოვიდ გადატანილი; თუ პირს „მწვანე სტატუსი“ მინიჭებული აქვს ჩატარებული PCR ან ანტიგენ-სწრაფი ტესტის საფუძველზე - მწვანე სტატუსი შეუწყდება ტესტის ვადის გასვლისთანავე.
ამასთან, პირს „მწვანე სტატუსი“ მიენიჭება:
ვაქცინაციის მეორე დოზის ჩატარების შემდეგ; „პისიარ“ და ანტიგენის ტესტის ნეგატიური პასუხის მიღების (ლაბორატორიის მიერ პასუხის სისტემაში ატვირთვის) შემდეგ; კოვიდის ოფიციალურად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ.