26, ნოემბერი 2021 14:30:00
ბათუმის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, ერთმანეთს, მოქმედი საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძე და დამოუკიდებელი დეპუტატი რაულ თავართქილაძე დაუპირისპირდნენ. ლევან ანთაძის განცხადებით, რაულ თავართქილაძის მეუღლეს 22 ნოემბერს, კოვიდ 19 დაუდასტურდა, რის გამოც იგი თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო და არა სხდომაზე. რაულ თავართქილაძე ამტკიცებდა, რომ კოვიდინფიცირებულ მეუღლესთან კონტაქტი არ ჰქონია. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. სიტუაცია სამართალდამცავებმა გაანეიტრალეს.