26, ნოემბერი 2021 14:26:00
„ქართულ ოცნებას“ არ აქვს უფლება 2022 წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს დაამტკიცებინოს - ამ მოტივით, ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია დღეს, სიტყვიერად, მერს, არჩილ ჩიქოვანსაც დაუპირისპირდა. საპირისპიროს ამტკიცებდა ოპონენტებთან ჩიქოვანი. აცხადებდა, რომ ბათუმის საკრებულო კანონის ფარგლებში, რეგლამენტის დაცვით მოქმედებდა, რადგან, პირველი სხდომის თარიღი ცესკოს ჯერ არ ჩაუნიშნავს და საკრებულოების ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება ჯერ ცნობილი არ არის.