26, ნოემბერი 2021 13:21:00
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, ბათუმში, საკრებულოსთან მიმდინარე აქციას შეუერთდა ბრძოლა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თქმით, ბრძოლა იქნება ბოლომდე და ოპოზიცია დანებებას არ აპირებს. ნიკა მელია ამბობს, რომ არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა და სააკაშვილის გათავისუფლება ძირითად მოთხოვნად რჩება.
,,ყოველგვარ კანონიერ საფუძველს მოკლებულია ეს ხელისუფლება. მათ მორალური და პოლიტიკური საფუძველი გამოეცალათ, მხოლოდ პოლიციურ ძალებზე დგანან და როდემდე იდგებიან? ჩამოინგრევიან და ამ ყველაფერში დიდ როლს ითამაშებს ქართველი ხალხი. რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებენ მით უფრო სწრაფად დასრულდებიან. აქ მყოფმა ჩვენმა მეგობრებმა კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს ნიღაბი ამ რეჟიმს. გადარჩეული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ამ სახელმწიფოს ნამდვილად არ უნახავს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.