26, ნოემბერი 2021 11:27:00
„ეს საკრებულოს სხდომა დღეს უნდა ჩაიშალოს. ბიუჯეტი არ უნდა მიიღონ ვადაგასულმა ადამიანებმა. არ მინდოდა ძიძგილაობა და ჩხუბი. მივიღე ასეთი უწყინარი გადაწყვეტილება. ბოლო წუთამდე, სანამ გაძლება შესაძლებელი იქნებოდა, ვაპირებდი იქ ყოფნას, რომ ვინმემ არ იფიქროს, რომ ეს ნივთიერება არის საფრთხის შემცვლელი. ამ ნივთიერებას აქვს სუნი, რომელიც არის რთულად გასაძლები“, - აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.
ბათუმის საკრებულოში, სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეწყდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, დარბაზში სითხე დაასხეს, რომელსაც მძაფრი, არასასიამოვნო სუნი ჰქონდა და სხდომაზე გაჩერება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. მირდატ ქამადაძის განცხადებით, სითხე ჯანმრთელობისთვის საზიანო არ იყო და მას მხოლოდ ცუდი სუნი ჰქონდა. ბიუჯეტის დამკტიცება რამდენიმე წუთის შემდეგ, გაუსაძლისი სუნის მიუხედავად გაგრძელდა. სხდომის პარალელურად, შენობის წინ მობილიზებული იყვნენ ოპოზიციის მხარდამჭერები და საკრებულოს ახალი წევრები. ისინი სხდომაზე შესვლას ითხოვდნენ. რის საშუალებაც არ მიეცათ. აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობას, სადაც საკრებულოს სხდომა მიმდინარეობდა, სამართალდამცველების კორდონი იცავდა.