26, ნოემბერი 2021 10:48:00
ბათუმის საკრებულოს სხდომამდე 1 საათით ადრე უწყების შენობაში ერთმანეთს. ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ოპოზიცია ახალი შემადგენლობის საკრებულოს დანიშვნასა და ძველის შეცვლას მოითხოვს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, მიუღებელია ოთხი წლით არჩეულმა საკრებულომ, მეხუთე წლის ბიუჯეტი დაამტკიცოს.
„ოთხი წლით არჩეული საკრებულო ანუ ვადაგასული საკრებულო მეხუთე წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავს. ეს არის ვადაგასული საკრებულო. ის ოთხი წლით იყო არჩეული. გეგმავენ, რომ მეხუთე წლის ბიუჯერტ დაამტკიცონ, რადგან ახალი მოწვევის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა აღარ აქვს. უმრავლესობის მოპოვებისთვის ყველაფერი გააკეთეს, საკრებულოს წევრიც კი გარდაიცვალა ისეთი მასშტაბის მოსყიდვასა და ზეწოლას ჰქონდა მცდელობა. საკრებულოს შეკრებას ამდენი ხანი არასდროს დასჭირვებია, 2 ოქტომბერს არჩეული საკრებულო ჯერ კიდევ არ არის შეკრებილი. ბათუმში, საკრებულოს ბიუჯეტი ოქტომბრის თვეში არასდროს დაუმტკიცებიათ. „ქართული ოცნება“ მოსწრებაზეა გადასული და ყველაფრის დარღვევით ცდილობს თავი გადაირჩინოს და შეინარჩუნოს ძალაუფლება“, -განაცხადა გიორგი კირთაძემ