26, ნოემბერი 2021 10:00:00
სარეცხი და საწმენდი მოწყობილობების მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული კომპანია, „კერხერი“ საკუთარი ბრენდის მოყვარულებს „შავი პარასკევის“ ფასდაკლებას სთავაზობს. ეს წლის განმავლობაში, ყველაზე გრანდიოზულ აქციას გულისხმობს.

მხოლოდ 3 დღის განმავლობაში, 26 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით მომხმარებლები სრულ საყოფაცხოვრებო პროდუქციაზე 30%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. იგი შეეხება როგორც საყოფაცხოვრებო აპარატებს, ასევე აქსესუარებს.

„კერხერში“ წარმოდგენილი საოჯახო ტექნიკა გერმანული დიზაინისა და ევროპული სტანდარტების შესაბამისია. პროდუქცია არჩევანის მრავალფეროვნებითა და ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა.

„კერხერ-ცენტრი ბათუმი“ ფართო ასორტიმენტითაა წარმოდგენილი. სივრცეში შეხვდებით დასუფთავებისთვის საჭირო თითქმის ყველა აპარატს, როგორებიცაა: მშრალი წმენდისა და მრავალფუნქციური მტვერსასრუტები, ქიმიური წმენდის აპარატები რბილი ავეჯისთვის, მინის საწმენდები და ელექტრო ცოცხები, ორთქლის აპარატები სამზარეულოს და სააბაზანოს დეზინფექციისთვის, ბაღის მოვლის ტექნიკა და აქსესუარები, და, რაც მთავარია, ავტომობილისა და აუზის მაღალი წნევით რეცხვის აპარატები.

„კერხერის“ ფილიალი ბათუმში, ლუკა ასათიანის 51 ნომერშია წარმოდგენილი. „შავი პარასკევის“ აქციის ფარგლებში, დღეიდან, კვირის ჩათვლით, მომხმარებელს სასურველი საყოფაცხოვრებო პროდუქციის შეძენა დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე შეეძლება.
