26, ნოემბერი 2021 09:00:00
ბათუმის საკრებულო დღეს, ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
26 ნოემბერს დანიშნულ საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის საკითხის განხილვა გუშინ გამართულ ბიუროს სხდომაზე დაამატეს, რომელიც ხმაურის და დაპირისპირების ფონზე გაიმართა.
2021 წლის მოწვევის საკრებულოს ახლადარჩეული წევრები ითხოვდნენ, რომ საკრებულომ დღეს, მომავალი წლის ბიუჯეტი არ განიხილოს.