25, ნოემბერი 2021 12:26:00
"ქართული ოცნება კლავს", "ვერ მომკლავ", "შსს გამოფხიზლდი", "გადადგეს მამა-შვილი რიჟვაძეები" - ამ ბანერებით, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადმინისტრაციულ შენობასთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
ისინი აცხადებენ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მოსყიდვისა და შანტაჟის გამო, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.
შეკრებილები ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატ, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლისა და მუქარის საქმეზე გამოძიებას ითხოვენ.
უწყებასთან სამართალდამცავები იმყოფებიან.