ეს განცხადება, მიმდინარე წლის ხუთი ნოემბრით თარიღდება. მაშინ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ირწმუნებოდნენ, რომ მათ წევრებზე, გადაბირების მიზნით, მმართველი პარტიის მხრიდან, ზეწოლა მიმდინარეობდა. ხელისუფლების შუამდგომლები, ოპოზიციის დეპუტატებს, პარტიის დატოვებას და ბათუმის საკრებულოში დამოუკიდებლ წევრად მუშაობას სთავაზობდნენ. გიორგი კირთაძე ამბობდა, რომ საქმის მთავარი ფიგურანტები, თორნიკე რიჟვაძის მამა და ხელვაჩაურის პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა დიასამიძე იყვნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას და საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მუშაობის გაგრძელებას სთხოვს, ზაზა დიასამიძის ბიძა, გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკრაძეს. აუდიო ჩანაწერში ისმის თუ, როგორ სთავაზობს ფუტკარაძეს, ამის სანაცვლოდ, ასი ათას დოლარს ვაჟა თაბაგიძე.
აუდიო ჩანაწერებში ფიგურირებს, ბადრი ბაკურიძეც. „ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, იგი აჭარის რევოლუციის დროს საქართველოდან გაქცეული ერთ-ერთი პირი და თორნიკე რიჟვაძის მამის დავით რიჟვაძის ახლო მეგობარია.
ემსხვერპლა თუ არა მმართველი პარტიის ზეწოლას ბათუმის საკრებულოს დეპუტატი? ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ნუგზარ ფუტკარაძე ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა და ძალოვან უწყებებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ.
თორნიკე რიჟვაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს, თუმცა აღსაღნიშნავია ისიც, რომ მან განცხადება აუდიო ჩანაწერების გასაჯაროვებამდე, ერთი საათით ადრე გააკეთა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მამის, დავით რიჯვაძის გაჟღერების შემთხვევაში, გამოძიების დაწყების ნაცვლად, ბოდიშის მოხდას ითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერებში კარგად ისმის, თუ რა საკითხზეა საუბარი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მაინც ვერ გაიგო რა შეთავაზება ჰქონდათ „ქართული ოცნების“ შუამავლებს ნუგზარ ფუტკარაძესთან. ტიტე აროშიძეს, ჩანაწერების ავთენტურობაშიც ეჭვი ეპარება.
ნუგზარ ფუტკარაძე ოპოზიციური უმრავლესობით დაკომპლექტებული ახალი მოწვევის ბათუმის საკრებულოს დეპუტატი იყო. იმისთვის, რომ ხელისუფლების ოპონენტებს წარმომადგენლობით ორგანოში უმრავლესობა არ ჰქონოდათ, მმართველ გუნდს, ერთი წევრის, ოპოზიციისთვის ჩამოშორება სჭირდებოდა. ეს მას შემდეგ, რაც პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, გუნდის სახელით მოპოვებული მანდატის შემდეგ, საკრებულოში მოღვაწეობის გაგრძელება დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გადაწყვიტა. საინტერესოა, შედგა თუ არა მსგავსი შეთავაზება ირაკლი თავდგირიძესთან? ამ ფონზე, გახარიას პარტიის ყოფილი წევრის მისამართით კითხვები უფრო ღრმავდება. თავდგირიძე მედიასთან საუბარს დღემდე გაურბის. კითხვებზე პასუხების მოსასმენად, მას სახლში მივაკითხეთ, თუმცა, ადგილზე არ დაგვხვდა. ჩვენს სატელეფონო ზარებს არც, ხელვაჩაურის მერი პასუხობს. გაუგებარია, რატომ გაურბის ზაზა დიასამიძე მედიის კითხვებს თუ კი, ვაჟა თაბაგიძეს, ანუ ხელვაჩაურის ახლადარჩეული მერის ბიძას საქმესთან კავშირი არ აქვს.