04, სექტემბერი 2017 20:33:00
ბათუმსა და ბალარუსის ქალაქ მოგილიოვს შორის ურთიერთათანამშრომლობისა და დამეგობრების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიზანია მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება კულტურის, განათლების, სპორტისა და ტრანსპორტის სფეროში. ასევე მხარეებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო კავშირების განვითარება და ტურიზმის ხელშეწყობა. ხელშეკრულებას ხელი მოგილიოვის მერმა ვლადიმერ ცუმარევმა და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მოაწერეს. ბელარუსის დელეგაცია საქართველოში „ბათუმობის“ ფარგლებში იმყოფება.