24, ნოემბერი 2021 14:34:00
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გრიპის და კოვიდ ვაქცინებს შორის ინტერვალის დაცვა რეკომენდებული არ არის და შესაძლოა, ორივე ერთდროულად გაკეთდეს.
თამარ გაბუნიას თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო ვაქცინაციის ჩატარება ნებისმიერი მსურველისთვის პირველ დეკემბრამდე შესაძლებელია უსასყიდლოდ იმ დაწესებულებეში, სადაც ხდება გრიპის ვაქცინაცია.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრს დეტალური ნუსხა აქვს იმ დაწესებულებების, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლებელია. გრიპის და კოვიდ ვაქცინებს შორის ინტერვალის დაცვა რეკომენდებული არ არის, შესაძლოა ორივე გაკეთდეს ერთდროულად. თუმცა, თუ პაციენტი მაინც მიიჩნევს, რომ მას სჭირდება გარეკვეული ინტერვალი ესეც დასაშვებია.
რაც შეეხება კოვიდსაწინაარმდეგო ვაქცინაციას, თვითონ ვაქცინის ორ მილიონზე მეტი დოზა ადმინისტრირებულია და ჩვენ მოცვის კუთხით ვუახლოვდებით ერთ მილიონს. თბილისი ლიდერობს, თბილისში ცოტა არის დარჩენილი იქამდე, რომ მივაღწიოთ 60%-მდე მაჩვენებელს. შემდეგ მოდის აჭარა, მაღალი მაჩვენებლია რაჭა-ლეჩხუმში. შედარებით ჩამორჩება იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთში არის უფრო დაბალი მაჩვენებელი“, - აღნიშნა გაბუნიამ.