24, ნოემბერი 2021 13:03:00
ემსხვერპლა თუ არა მმართველი პარტიის ზეწოლას ბათუმის საკრებულოს დეპუტატი? „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, აუდიო ჩანაწერებს ასაჯაროებს, სადაც ისმის თუ, როგორ ცდილობენ, რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის გადაბირებას, „ქართული ოცნების“ მიერ მიგზავნილი შაუმავლები.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბადრი ბაკურიძე და ვაჟა თავდგირიძე, აჭარის რევოლუციის დროს საქართველოდან გაქცეულები იყვენენ. ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, მათ ახლო კავშირები აქვთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამასთან დავით რიჟვაძესთან და ყოფილ ძალოვანთან ზაზა დიასამიძესთან, რომელიც ახლა ხელვაჩაურის მერია.
ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ნუგზარ ფტკარაძე ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა და ძალოვან უწყებებს გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
თორნიკე რიჟვაძე ნაც მოძრაობის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ მათ ბოდიშის მოხდა მოუწევთ. ფუტკარაძე ოპოზიციური უმრავლესობით დაკომპლექტებული ბათუმის საკრებულოს, 2021 წლის ახალი მოწვევის დეპუტატი იყო.
ამის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლებას წარმომადგენლობით ორგანოში ერთი წევრი სჭირდებოდა. ცნობისთვის გიორგი კირთაძემ, აღნიშნულ თემაზე ბრიფინგი რამდენიმე კვირის წინაც გამართა, სადაც საუბრობდა, რომ მმართველი პარტია ფუტკარაძის გადაბირებას ცდილობდა.