24, ნოემბერი 2021 10:11:00
ინგოროყვას კლინიკაში გუშინ, ღამით შეყვანილი დაჭრილი კაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ურთიერთშელაპარაკების დროს დაჭრეს.
სამედიცინო დაწესებულების ცნობით, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუსაბამო ჭრილობები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. დამატებით დეტალებს კლინიკა არ ასაჯაროვებს.