23, ნოემბერი 2021 14:39:00
გონიო-კვარიათში, ზღვის პირას სარეკრეაციო სივრცე ეწყობა. დასრულდა ქვაფენილისა და ბორდიურების მონტაჟი. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარეობს საბაღე სკამების განთავსება და საპარკინგე სივრცის მოსამზადებელი სამუშაოები. დაგეგმილია გარეგანათების მოწყობაც. პროექტის ღირებულება 300 ათას ლარს აღემატება.