23, ნოემბერი 2021 12:39:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 9 594 ადამიანი აიცრა.
მათივე ინფორმაციით, 23 ნოემბრის მონაცემებით სულ ქვეყანაში ჩატარებულია 2 107 467 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 114 749 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 39.2 %.
სრულად ვაქცინირებულია 982 714 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.4%