22, ნოემბერი 2021 17:02:00
პარტია „საქართველოსთვის“ რამდენიმე საკრებულოში თავმჯდომარის კანდიდატურის დაყენებას გეგმავს, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ კი მოადგილის პოზიციას სთავაზობს. ამის შესახებ, ექსპრემიერის გუნდის წევრმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. კახაბერ ქემოკლიძე ამბობს, რომ ეს მათი მხრიდან, ქვეყნისა და მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. გახარიას პარტია „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რასაც მათ საზოგადოება ნდობისა და მანდატის სახით ანიჭებს.