22, ნოემბერი 2021 15:56:00
"ჯანდაცვის მიმართულებით ხარჯების დაახლოებით 375 მილიონი ლარის ოდენობით იზრდება" - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ფინანსების უდიდესი ნაწილი კორონავირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში დაიხარჯება.
„დღეს გაიგზავნება საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტის ცვლილება. ძირითადი ნაწილი იქნება ჯანდაცვის მიმართულებით ხარჯების გაზრდა დაახლოებით 375 მილიონი ლარის ოდენობით, რომლის უდიდესი ნაწილი მოიცავს კორონავირუსთან დაკავშირებულ და კორონავირუსის მკურნალობისთვის გაწეული ხარჯების დაფინანსებას.მნიშვნელოვანია ის, რომ ხდება საშემოსავლო ნაწილის ბიუჯეტის ზრდა, რომელიც სრულად დაბალანსდება საგადასახადო შემოსავლების ზრდით და სხვადასხვა ტიპის ეკონომიებით. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს საბიუჯეტო დეფიციტი არ იზრდება, პირიქით, მოლოდინი გვაქვს, რომ რამდენიმე მეათედი პროცენტული პუნქტით შემცირდება წლის ბოლოს. ხოლო ის ხარჯები, რომელიც გასაწევი იქნება უშუალოდ ჯანდაცვის მიმართულებით, ეს სრულად იქნება დაფინანსებული“, - აღნიშნავს ხუციშვილი.