22, ნოემბერი 2021 12:32:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 644 ადამიანი აიცრა.
მათივე ცნობით, 22 ნოემბრის მონაცემებით სულ ქვეყანაში ჩატარებულია 2 097 159 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 107 557 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 39.0 %.
სრულად ვაქცინირებულია 980 213 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.3%.