20, ნოემბერი 2021 12:41:00
დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 169 სკოლა და ცალკეული 438 კლასი. სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 116 მასწავლებელი. სტაბილური ვითარება ნარჩუნდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით.
ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლებლთა 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებლთან შედარებით შემცირებულია. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,7%.
ეკატერინე დგებუაძის თქმით, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის კოვიდის გავრცელების მაჩვენებელი მცირედით შემცირდა, თუმცა განათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებში მონიტორინგს, აქტიურად ახორციელებს, რათა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციები ზედმიწევნით იყოს შესრულებული.