20, ნოემბერი 2021 10:28:00
19 ნოემბერს ხულოში მანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც მოზარდი დაიღუპა. ავტომობილში 4 არასრულწოვანი იმყოფებოდა.
ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის, თქმით, ავარია სოფელ დეკანაშვილებში მოხდა. მისივე ინფორმაციით, ავტომობილში 15-17 წლის მოზარდები ისხდნენ, რომელთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენი 3 კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.