19, ნოემბერი 2021 14:33:00
აჭარის ზამთრის საკურორტო სეზონის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. იმსჯელეს, მოახლოებულ სეზონთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურულ მზაობაზე, არსებულ გამოწვევებსა და კოვიდუსაფრთხოების საკითხებზე,
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავდა რეგულაციები, რომლის ფარგლებშიც საბაგიროთა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია მოხდება. აუცილებელი იქნება დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება. კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონის გახსნა დეკემბრის მეორე ნახევარში იგეგმება.