19, ნოემბერი 2021 13:26:00
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის ფაქტი გამოავლინეს.
ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
"სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მოქალაქე მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნასა და გადაადგილებას ახორციელებდა. შედგა შესაბამისი აქტი", - წერია განცხადებაში.