18, ნოემბერი 2021 20:35:00
ახალი მოწვევის ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები პირველი სხდომის დაუყოვნებლივ ჩატარებას მოითხოვენ. აღნიშნული თემასთან დაკავშირებით, გერთიანებულმა ოპოზიციამ 79-ე საარჩევნო ოლქთან ბრიფინგი გამართა. ამბობენ, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს, უფლებას არ მისცემენ, 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცოს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნოდარ დუმბაძის თქმით, მოლაპრაკებები მიმდინარეობს გახარიას გუნდთანაც, თუმცა, ბრიფინგზე პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები, არ იმყოფებოდნენ.