18, ნოემბერი 2021 17:29:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
ხელვაჩაურში - 12:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით დაბა მახინჯაურის,შარაბიძეების,მახვილაურისა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილს.ასევე სოფელ ერგეს.
ქობულეთში 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ბიკნარს,საჩნოს,შუაღელესა და მიმდებარე სოფლებს. ქ.ქობულეთში პოპოვის ქუჩას.ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს.
ქედაში - 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: კოლოტაურს,აგარას,პირველ მაისს,საღორეთსა და მიმდებარე სოფლებს.
შუახევში - 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ლომანაურს,დღვანს,ჯაბნიძეებს,ტბეთს,ოლადაურს,კარაპეტსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე დაბა შუახევის ნაწილს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.
R