18, ნოემბერი 2021 10:53:00
თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 21 წლის ბიჭი დაჭრეს. მოქალაქეს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დაშავებული კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იგი უკვე დაკავებულია. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული ვ.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გლდანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა 2000 წელს დაბადებული გ.მ.- ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო" - წერია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლის 1- ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.