17, ნოემბერი 2021 18:52:00
აჭარაში, კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციაზე მოქალაქეთა მომართვიანობა ნოემბრის თვიდან საკმაოდ გაზრდილია.
ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, როგორც სოფლად ვაქცინაციის ფარგლებში, ყველა ამბულატორიასა და სამედიცინო პუნქტში, ასევე, ქალაქის თითქმის ყველა ჰოსპიტალურ დაწესებულებაში.
ადგილობრივებისათვის ხელმისაწვდომია ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინები.
როგორც სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მომართვიანობამ მას შემდეგ მოიმატა, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერდა რიგი ინიციატივები მწვანე პასპორტთან და 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისათვის ერთჯერადად 200 ლარით წახალისებასთან დაკავშირებით.