17, ნოემბერი 2021 18:13:00
ბათუმში შანიძის 12 ნომერში მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი ავარიულია და შენობაში ყოფნა, ყოველდღიურად, საფრთხის შემცველი ხდება. 14 ოჯახი, რამდენიმე საათის განმავლობაში ღია ცის ქვეშ იმყოფებოდა. ისინი ალტერნატიულ ფართში გადაყვანას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციას აანონსებენ. ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში გვითხრეს, რომ კორპუსის მდგომარეობას ექსპერტები შეისწავლიან და შესაბამის ზომებს, ამის შემდეგ მიიღებენ.