17, ნოემბერი 2021 18:07:00
19 ნოემბერს 15:00 საათზე, თბილისში, სამი სხვადასხვა ადგილიდან ოპოზიცია მსვლელობა-მანიფესტაციას გამართავს. მოთხოვნა უცვლელია. ოთხი პარტია,- "ნაციონალური მოძრაობა","ლელო", "გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" და "დროა" მშვიდობიანი დემონსტრაციით, კვლავ, მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანასა და სააკაშვილის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას მოითხოვს.