17, ნოემბერი 2021 17:27:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს:
ხელვაჩაურში - 12:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით კახაბრის,ურეხის,მახვილაურისა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილს.ასევე სოფელ ინჯალოს.
ქობულეთში 10:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ალამბარს, მუხაესტატეს, ზენითს, კვირიკეს, სახალვაშოსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე დაბა ხელვაჩაურის ნაწილს.
ქედაში - 11:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: დოლოგანს, ზუნდაგას, საფარიძეებს, უჩხითს, მილისსა და მიმდებარე სოფლებს.
შუახევში - 12:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ჭვანას, გომარდულს, ვანსა და მიმდებარე სოფლებს.
ხულოში - 11:00-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: დეკანაშვილებს, ძირკვაძეებს, ჩაოს, დიდაჭარასა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.