17, ნოემბერი 2021 10:29:00
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევის ჯანმრთეობის მდგომარეობა მძიმეა. იგი გუშინ, თბილისში, ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში მკურნალობს.
სამიდიცნო დაწესებულების ინფორმაციით, ბესტაევს გვიან ღამემდე ოპერაცია უტარდებოდა.
მას თავის ტვინის დეკომპრესიული ტრეპანაცია, ჰემატომის ევაკუაცია გაუკეთდა. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მართვით სუნთქვაზეა.
"ჯერჯერობით კრიტიკულია მდგომარეობა. სიტუაციიდან და ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, მკურნალობას გააგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში", - ამბობს კლინიკის ექიმი.
გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მას 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ბესტაევი ავადმყოფობის გამო შეიწყალა.