16, ნოემბერი 2021 22:27:00
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 4 ახალი ავტობუსი იმოძრავებს. ქობულეთის მერიის ინოფრმაციით, EURO 5 სტანდარტის, 3 ერთეული ავტობუსი სიგრძით 10 მეტრს შეადგენს და 63 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ხოლო, EURO 6 სტანდარტის, 1 ავტობუსი 8 მეტრიანია და 53 მგზავრს მოემსახურება.
თანამედროვე სტანდარტების, ახალი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია, აღჭურვილია გათბობისა და კონდიცირების სისტემით. დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემები.
3 ახალი ავტობუსი ქალაქში, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე, 1 ავტობუსი კი ჭახათის ადმინისტრაციული ერთეულის მიმართულებით იმოძრავებს.
მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების მიმართულებით, სამომავლოდ არაერთ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება. ეტაპობრივად განხორციელდება მუნიციპალური ავტობუსების სრულად განახლება.