16, ნოემბერი 2021 15:24:00
პროტესტის უკიდურეს ფორმას აჭარიდანაც უერთდებიან. მოძრობის "შენთან ერთად" წევრებმა შიმშილობა დაიწყეს. ამის შესახებ კახა მიქელაძემ და ალექსანდრე ბერიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადეს.
ამბობენ, რომ შიმშლობას იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე ხელისუფლება მთავარ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. ესენია: მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ოპოზიციის წევრები მოქალაქეებს საპროტესტო აქციებში ჩართვისკენ მოუწოდებენ.