15, ნოემბერი 2021 21:48:00
ქედის მუნიციპალიტეტში ინერტიულ მასალას რამდენიმე ადგილზე მოპოვებენ. კარიერებს აქ ბევრ ადგილზე შეხვდებით. ერთ - ერთი ასეთი ადგილი, სოფელ ქოსოფელთანა, სადაც ბუნებრივ წიაღისეულს, მდინარე აჭარსწყლიდან იღებენ. დგილობრივების განცხადებით, პროცესი უკონტროლოა და შესაბამის უწყებებს რეგირებისკენ მოუწოდებენ. მოპოვებაზე ნებართვას, საქართველოსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გასცემს.
სოფელ ქოსოფელში, დუმბაძეების უბანში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა კომპანიამ, ინერტიული მასალის მოპოვება, გარე სამყაროსთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო ხიდთან დაიწყო, ბურჯებს საყრდენი ეცლება. შიშობენ, რომ თუ ხელისუფლება ბუნებრივი წიაღისეული მოპოვებას არ გააკონტროლებს, დროთა განმავლობაში ხიდი, შესაძლოა, ჩავარდეს.
ციალა დუმბაძე გვიყვება, რომ კომპანია ნატანს, დღისით, მდინარე აჭარის წყლის მიმდებარედ მოიპოვებს, ფაქტის დამალვის მიზნით კი, წყლიდან სილა და ხრეში ღამით ამოაქვს.
აღნიშნული ხიდი, გასულ წელს, ქედის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტით ააშენა. მას, ქოსოფლის ერთი უბნის გარდა, რამდენიმე სხვა სოფელი საფეხმავლოდ იყენებს.
კომპანიის წარმომადგენელმა, რომელიც მასალის მოპოვებას აკვირდებოდა, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. პირად საუბარში გვითხრა, რომ ნატანს წყლიდან არ იღებენ და კანონს ემორჩიელბიან. თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს ჩანაწერი, რომელიც ადგილობრივებმა მოგვაწოდეს. ვიდეო მასალაში კარგად ჩანს როგორ იღებს სპეციალური ტექნიკა წყლიდან მასას. აღნიშნულ მონაკვეთზე, ინერტიული მასალის მოპოვებისთვის, დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის მერიაში შ.პ.ს „ბონდი 2009-ს“ აქვს წარდგენილი. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, შ.პ.ს-ს დირექტრი მამუკა დოლიძეა, ამ კომპანიის 25% - ინი წილი კი, ბადრი ჭაღალიძეს, ოთარ ფუტკარაძეს, ნუკრი დოლიძესა და დავით დევაძეს ეკუთვნით. ბუნებრივ წიაღისეულის მოპოვებაზე ლიცენზიას, ადგლობრივი თვითმართველობა არ გასცემს. შესაბამისად, ქედის მერიაში აცხადებენ, რომ ეს საკითხი მათ კომპეტენციას სცდება.
დარგის ექსპერტები, იმ საფრთხეებზე მიუნიშნებენ, რასაც ბუნებრივ პროცესებში ნებისმიერი ტიპის ხელოვნური ჩარევა იწვევს.
ინერტიულ მასალას, აქტიურად მოიპოვებდნენ სოფელ წონიარისშიც. აქ, საავტომობილო ხიდი გასულ წელს მდინარე აჭარის წყლის ადიდებისას ჩავარდა. მოსახლეობამ, ფაქტი, ხიდის მიმდებარედ, ინერტიული მასალის მოპოვებას დაუკავშირა.