15, ნოემბერი 2021 15:19:00
სინოპტიკოსების პროგნოზით, 16-17 ნოემბერს აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხულოში 15 ნოემბერს შენარჩუნდება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. მაღალმთიანეთში ღამით მოსალოდნელია ტემპერატურის კლება და თოვლჭყაპი.
15 ნოემბერს, საქართველოში შენარჩუნდება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსი იქნება.
დღის ბოლოდან 16 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოშიც ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.