15, ნოემბერი 2021 14:49:00
ავარია ოზურგეთში. სოფელ მერიაში ცენტრალურ გზაზე ორსულს ავტომობილი დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას Gurianews-ი ავრცელებს.
შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. გარდაცვლილი 4 შვილის დედაა, რომელიც მეხუთე ბავშვზე იყო ორსულად.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ავარია იმდენად მძიმე იყო, რომ ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. საცოდაობაა. შვილები ყველა არასრულწოლოვანია და მერიის საჯარო სკოლის მეცხრე, მერვე და მეოთხე კლასებში სწავლობენ. ერთი სასკოლო ასაკის ჯერ არ არის. ქალბატონი, როგორც შემდეგ გაირკვა, ფეხმძიმედ იყო მეხუთე ბავშვზე. ავტომანქანის მძღოლიც მერიის მკვიდრი აღმოჩნდა, - უთხრეს Gurianews-ს სოფელში.